ნეიმარი კოუტინიოს "პსჟში" გადასვლას ურჩევს

17-04-2019, 20:34

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "პსჟს" ლიდერი, ნეიმარ ჯუნიორი თავის თანამემამულე ფილიპე კოუტინიოს პარიზში გადასვლას ურჩევს.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელ ნახევარმცველს კატალონიის "ბარსელონაში" მცირე სათამაშო დრო აქვს, რის გამოც მან შესაძლოა კლუბი დატოვოს.

წყაროს ცნობით, კოუტინიო და ნეიმარი საკმაოდ ახლო მეგობრები არიან და მან რჩევა სწორედ ამ უკანასკნელს ჰკითხა. ბრაზილიელი შემტევის აზრით კი ფილიპე იდეალურად მოერგება მის გუნდს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირევს, მისი გამოსასყიდი ფასი კი 500 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით