იან ობლაკმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

17-04-2019, 23:49

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკოს" სლოვენიელმა გოლკიპერმა, იან ობლაკმა, გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მეკარე, "როხი ბლანკოს" რიგებში, კიდევ მინიმუმ 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, ობლაკის კვირეული ანაზღაურება, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 250 000 ევრო (აქამდე 175 000) გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მადრიდული გრანდის რიგებში ჩატარებულ 203 შეხვედრაში, კარის მშრალად შენახვა, ჯერ-ჯერობით 115-ჯერ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით