კილიან მბაპე: "ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის ვის ავირჩევდი საკუთარ გუნდში ? თავად ასპარეზს დავთმობდი და ორივე მათგანს გადმოვიბირებდი"

18-04-2019, 12:35

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსმელი, კილიან მბაპე, კატალონიის "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავებზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"რომელს ავირჩევდი საკუთარი გუნდისთვის ? მირჩევნია თავად დავთმო ასპარეზი და ორივე ერთდროულად გადმოვიბირო, ასე ნებისმიერთან გამარჯვების ბევრად უფრო დიდი შანსი გვექნება."

"ისინი ჩემი კუმირები არიან, რომელთა სტილის გარკვეული დეტალების ინტეგრირებას ჩემს თამაშში, ბევრისთვის გასაკვირად, ახლაც ვცდილობ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 20 წლის შემტევი, ევროპის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ამჟამად მე-2 ადგილს იკავებს და ამით, მხოლოდ "ბლაუგრანას" არგენტინელ ლიდერს ჩამორჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით