ტუხელი: "არ შემიძლია ჩემს ფეხბურთელებზე რაიმე კარგი ვთქვა"

18-04-2019, 16:23

ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" მთავარმა მწრთვნელმა ტომას ტუხელმა ბოლო ორ ტურში "ლილთან" და "ნანტთან" წაგების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა.

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ და შეუძლებელია კმაყოფილები ვიყოთ. წაგება უფრო დიდი ანგარიშითაც სრულიად შესაძებელი იყო".

"ეს იყო სრულიად განსხვავებული მარცხი იმისგან, რომელიც "ლილის" წინააღმდეგ განვიცადეთ. არასდროს ვყოფილვართ სახიფათონი".

"ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ ამჯერად ამის გაკეთება არ შემიძლია. თუმცა, შემადგენლობას მე ვირჩევ და არავისთვის არაფერი მაქვს ასახსნელი", - განაცხადა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ "პსჟს" ერთი ქულაც გააჩემპიონებდა, მაგრამ პარიზელებმა ჯერ "ლილთან" წააგეს (1:5), მერე კი "ნანტთან" (2:3). ამიტომაც, ტომას ტუხელმა ტონს აუწია და ფეხბურთელები საჯაროდ გაკიცხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით