კრიშტიანო რონალდოს მომავალი გარკვეულია

18-04-2019, 21:15

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი სეზონის დასრულების შემდგომ ტურინის "იუვენტუსი" შესაძლოა გუნდის ლიდერმა დატოვოს.

გამოცემა Repubblica-ს ინფორმაციით, კრისტიანო რონალდო უკმაყოფილოა საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით და მას ტურინის დატოვება სურს.

მოგეხსენებათ, "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ამსტერდამის "აიაქსთან" წააგო და ტურნირს გამოეთიშა. პორტუგალიელი ფორვარდი კი ტურინში სწორედ ამ თასის კიდევ ერთხელ მოსაგებად გადავიდა.

წყაროს ცნობით, რონალდო მომავალ სეზონში კვლავ ეცდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას. წარუმატებლობის შემთხვევაში კი იგი აუცილებლად დატოვებს "იუვენტუსს".

პრესაში უკვე აქტიურად წერენ იმის შესახებაც, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით