კრიშტიანუ რონალდუ ახალ რეკორდს უახლოვდება !

18-04-2019, 23:31

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ახალი რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ 20 აპრილს, იტალიური გრანდი, "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამარჯვებას მოახერხებს და ზედიზედ მე-8 "სკუდეტოს" დაეუფლება, მაშინ 34 წლის შემტევი, პირველი ფეხბურთელი გახდება ისტორიაში, რომელსაც ადგილობრივი ჩემპიონატები ექნება მოგებული: ესპანეთში, ინგლისში და იტალიაში.

კრიშტიანუმ მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ჩატარებულ 26 შეხვედრაში, ჯერ-ჯერობით 19 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ტურნირს, 1/4 ფინალურ ეტაპზე, ამსტერდამის "აიაქსთან" ორთაბრძოლის შემდეგ გამოეთიშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით