მუსა სისოკო: "რაჰიმ სტერლინგის გოლის გაუქმების შესახებ, გასახდელში გავიგე"

18-04-2019, 23:38

ლონდონის "ტოტენჰემის" ფრანგი ნახევარმცველი, მუსა სისოკო, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"როდესაც რაჰიმ სტერლინგმა გოლი გაიტანა, გასახდელისკენ გავეშურე, მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა და ჩვენ 1/2 ფინალამდე, მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგვაკლდა."

"მარტო ვიყავი და თან არავინ მახლდა, ყველაფრის დასრულების შემდეგ, ჩემთან დამხმარე მწვრთნელი მოვიდა და მსაჯის გადაწყვეტილება მამცნო, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირების შემდეგ, გასვლაზე გატანილი გოლის წესის მიხედვით (4:4), ლონდონელებმა, "ქალაქელები" ევროპული ტურნირიდან გამოაძევეს და შემდეგ ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით