მაურისიო პოჩეტინო: "მომხდარს ახლაც ვერ ვიჯერებთ"

19-04-2019, 00:00

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"ახლაც კი ვერ გავაანალიზეთ თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ და მომხდარის დაჯერებაც გვიჭირს, მიუხედავად ამისა, ზედმეტად ემოციურობის უფლებაც არ გვაქვს, რადგან კვირას, იგივე გრანდთან, ურთულესი მატჩი გველის."

"მიღწევით ვამაყობთ და მაქსიმალურად ვეცდებით 1/2 ფინალში გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინგლისური გუნდის მეტოქე ევროპული ტურნირის შემდეგ ეტაპზე, ამსტერდამის "აიაქსი" იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით