სამი ხედირასთვის სეზონი დასრულდა !

19-04-2019, 00:06

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" გერმანელ ნახევარმცველს, სამი ხედირას, მუხლის ტრავმის გამო ოპერაცია ესაჭირეობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელი ბოლო 4 თვის განმავლობაში დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გამო, დროის გამოტოვებაზე უარს ამბობდა.

ევროპულ ტურნირზე მომხდარის შემდეგ კი ხედირამ გადაწყვიტა მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულოს, რათა აგვისტოსთვის, სრულ მზადყოფნაში იყოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული იტალიური გრანდი, ევროპული ტურნირის 1/4 ფინალური ეტაპიდან, ამსტერდამის "აიაქსმა" გამოაძევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით