ოფიციალურად: "აიაქსმა" დე ლიხტის შემცვლელი გაიფორმა

19-04-2019, 14:59

როგორც ამსტერდამის "აიაქსის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ჰოლანდიურმა გრანდმა  დე ლიხტის შემცვლელს მიაგნო და მასთან მოლაპარაკებებიც წარმატებით აწარმოა.

წყაროს ცნობით,  1 ივლისიდან გუნდს 18 წლის მცველი კიკ პირი შეუერთდება, რომელიც აშშ-ში დაიბადა, მაგრამ ჰოლანდიელია და ამჟამად "ჰერენვენის" ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 58 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

მართალია ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ცნობილია, მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

რაც შეეხება დე ლიხტს, ცნობილია, რომ ზაფხულში "აიაქსს" დატოვებს. ოფიციალურად ამ დრომდე უნცობია სად გააგრძელებს კარიერას ჰოლანდიელი ფეხბურთელი, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს გუნდი "ბარსელონა" იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით