რივალდო: "ბრაზილიემა "ბარსელონას" დატოვებით დიდი შეცდომა დაუშვა"

19-04-2019, 13:14

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რივალდომ მედიის წარმომადგენლებთან ნეიმარის შესახებ ისაუბრა და მისი ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა.

"ნეიმარმა "ბარსელონას" დატოვებით შეცდომა დაუშვა და შესაძლოა მიხვდა ამას. ვისურვებდი კვლავ "ბლაუგრანას" რიგებში ვიხილო და თუ ეს არ გამოვა ესპანური ფეხბურთის უკეთესი იქნება რომელიმე სხვა გუნდში გადავიდეს, მაგალითად მადრიდის "რეალში", - ციტირებს Onda Cero რივალდოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ნეიმარი "პარი სენ ჟერმენში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ფრანგულმა კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა 222 მილიონი ევრო გადაიხადა. "ბარსელონას" მაისურით შემტევმა 186 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 105 გოლი და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით