რემზი "არსენალის" რიგებში თამაშს ვეღარ შეძლებს?

19-04-2019, 13:32

შესაძლოა, ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველის აარონ რემზისთვისს "ნაპოლისთან" ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "არსენალის" მაიურით ჩატარებული ბოლო თამაში იყოს.

მან კუნთი დაიზიანა და მინდორი 34-ე წუთზე დატოვა.

საქმე იმაშია, რომ რემზის კონტრაქტს "არსენალთან" სეზონის ბოლოს გასდის ვადა. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინის "იუვენტუსში" გადავა.

მიმდინარე სეზონში უელსელმა ყველა ტურნირში 40 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემით გამოირჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით