ჩაკვეტაძის გეგმები 2022 წლამდე ცნობილია

19-04-2019, 15:22

როგორც ინტერნეტპორტალი  Voetbalprimeur.be იყობინება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე  "გენტთან" კონტრაქტს ახანგრძლივებს.

წყარო იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ჩვენებური ხელშეკრულებას ორი წლის ვადით, 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე "გენტში" 2017 წელს გადავიდა და გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს.

ქართველი "გენტის" ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ტრავის შემდეგ მოედანზე ცოტა ხნის წინა დაბრუნდა და საწყის ორ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.



dgiuradbinebi.ge

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით