ჟირუ მესის დაეწია

19-04-2019, 14:22

ლონდონის "ჩელსიმ" ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, პრაღის "სლავია" მიიღო და ანგარიშით 4:3 იმარჯვა და ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა.

აღნიშნულ მატჩში ერთი ბურთი მასპინძელთაგან ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგისთვის ეს მე-10 გოლი აღმოჩნდა ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. ის მეორე ფეხბურთელი გახდა 2018-2019 სეზონში, ვინც ამ ნიშნულს უწია. მანამდე 10 გოლით ჩემპიონთა ლიგაში ლიონელ მესი გამოირჩა.

ასევე ჟირუ "ჩელსის" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროთასების ერთ სეზონში 10-ჯერ გამოიჩინა თავი. მანამდე საუკეთესო საკლუბო მიღწევა ფერნანდო ტორესს ჰქონდა, რომელმაც 2012-2013 წლების სეზონში 9 ბურთის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით