ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

19-04-2019, 18:30

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ "გენტთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"პაუზის შემდეგ მოედანს დავუბრუნდი და მინდა მოვიგო ტიტულები".

"ანდერლეხტთან" მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვოცნებობ თასის ფინალში გოლის გატანაზე, ეს ჩემი პირველი ტიტული იქნებოდა", - ციტირებს ჩაკვეტაძის სიტყვებს Walfoot.be.

ჩაკვეტაძის "გენტი" ბელგიის თასის ფინალშია გასული, სადაც "მეხელენს" ტიტულისთვის დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა სულ მალე, 1-ელ მაისს, ბრიუსელში გაიმართება.



dgiuradbinebi.ge

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით