ჯეკო "რომას" რიგებიდან სერია ა-ს სხვა კლუბში გადაინაცვლებს

19-04-2019, 16:26

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Calcio Mercato იტყობინება,  ზაფხულში "რომას" ცენტრალური თავდამსხმელი, ედინ ჯეკო დატოვებს.

წყაროს ცნობით, 33 წლის ბოსნიელი ფეხბურთელის დამატებას მილანის "ინტერი" გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძურის" ხელმძღვანელობა ჯეკოს ხელფასის სახით წელიწადში 4,5 მილიონ ევროს შესთავაზებს.

შეგახსენეთ, რომ ედინ ჯეკო "რომას" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან რომაული კლუბის მაისური 173-ჯერ მოირგო, 86 გოლი გიატანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით