მარკიზიო: "ჩემპიონის დამატება გუნდისთვის წარმატების გარანტი ვერ იქნება"

19-04-2019, 16:51

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ მედიის წარმომადგენლებთან "ბიანკონერისა" და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"რონალდუ შეუდარებელია და ცდილობს მის გარშემო ყველა თავისნაირი გახადოს. მანამ სანამ ტურინს დავტოვებდი, მას ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ ცდილობდა ყველა მოთამაშის განვითარებას".

"კრიშტიანუს ტურინში გადმობარგების შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო რეალური იყო, თუმცა რამდენად დიდი ჩემპიონიც უნდა დაიმატო, ის გამარჯვების გარანტი ვერ იქნება".

"ასე რომ იყოს, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ ის გუნდები მოიგებდნენ, სადაც რონალდუ და მესი ითამაშებდნენ",-ციტირებს მარკიზიოს სიტყვებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით