დე ლაურენტისი: "იტალიაში ფეხბურთს აღარ თამაშობენ"

19-04-2019, 17:18

იტალიური "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე რბოლა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განიხილა.

"იუვეს" გავრდა? კრიშტიანო რონალდუ "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ვერ დაეხმარა, რადგან მატჩებს გუნდი იგებს".

"იმედი მაქვს, მომავალ სეზონში სტუმრად გატანილი გოლის შესახებ არსებული წესი შეიცვლება".

"სიტისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრას ვუყურე, ეს მატჩი სხვა სამყაროდან იყო. საკუთარ თავს ვუთხარი - აი, ეს არის ფეხბურთი".

"იტალია ამ სპორტის პრეისტორიაა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ქვეყანაში გახსნილი თამაში არავის უნდა, ყველა ტაქტიკითაა დაკავებული",  -  ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football Italia.


დღის ყველაზე ნახვადი


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით