ალეგრი: "ის "იუვენტუსის" მომავალია"

19-04-2019, 17:47

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის მიმდინარე სეზონი ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა

"ხვალ იტალიის ჩემპიონთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვას პასუხი უნდა გავცეთ და ვიზეიმოთ, რადგან ეს იყო მიზანი, რომლისთვისაც მთელი სეზონი ვიბრძოდით".

"ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" განცდილ მარცხს უნდა შევეგუოთ, რადგან ახლა უკვე ვერაფერს შევცვლით".

"ისტორიულ მიღწევასთან ახლოს ვართ და ეს ხვალვე უნდა მოხდეს. გულშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ გუნდით, რომელმაც სკუდეტო ზედიზედ რვაჯერ მოიგო".

"კრიშტიანუმ მშვენიერი სეზონი ჩაატარა. ის "იუვენტუსის" მომავალია. რონალდუ შესანიშნავად თამაშობს და მომავალ სეზონშიც ასე იქნება", - ციტირებს  ალეგრის სიტყვებს გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით