"ინტერი" და "იუვენტუსი" ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

19-04-2019, 22:07

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" და მილანის "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბის მესვეურები გეგმავენ, რომ პაულო დიბალა მაურო იკარდიში გაცვალონ.

ამ დროისთვის კი უცნობია, დათანხმდება თუ არა მილანური კლუბი "იუვენტუსის" წინადადებას.

მაგრამ უნდა ავღნიშოთ ის ფაქტიც, რომ ორივე ფეხბურთელი საკუთარი სათამაშო დროით უკმაყოფილები არიან და კლუბიდან წასვლას განიხილავენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პაულო დიბალას ამჟამინდელი სატრანფერო ფასი 100 მილიონია, ხოლო მაურო იკარდის კი 90.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით