"ბარსელონამ" "ევერტონის" შემტევისთვის თანხა გაამზადა

19-04-2019, 22:34

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ კატალონიის "ბარსელონამ" "ევერტონის" ბრაზილიელი შემტევის შესაძენათ თანხდა გაამზადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბის ბოსები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მერსესაიდული" კლუბიდან, რიშარლოსონის დამატებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, ისინი მზად არიან 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ევერტონს"  50 მილიონი ევრო შესთავაზონ.

მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის დამატებით, 'ბარსელონას" გარდა, მადრიდის "ატლეტიკოცაა" დაინტერესებული, რომელიც მისთვის ზაფხულში მაქსიმალურად იბრძოლებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ევერტონის" მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 12 გატანილი გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით