მეგა ტრანსფერი, "ბარსელონამ" მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთან შეთანხმებას მიაღწია

19-04-2019, 23:09

როგორც ცნობილი ხდება, კატალონიის "ბარსელონამ" ზაფხულის პირველ მეგა ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

ჰოლანდიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, მარსელ ვან დერ კრაამმა "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნესა და ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტანზე, მატიას დე ლიხტზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ დე ლიხტი ინგლისური ფეხბურთისთვისაა გამოჩარხული. ის ახალი იაპ სტამია. მატიასი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გახლავთ. თუ ის კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, "ნისლიანი ალბიონი" ახალ ვან დეიკს მიიღებს. ინგლისელებიდან, ახალგაზრდათი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ინტერესდებიან, თუმცა მისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ბარსელონაა".

ვფიქრობთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" დე ლიხტის გაფორმებას მომდევნო კვირაში დაადასტურებენ." - განაცხადა კრაამმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით