"ბარსელონა" საფრთხეშია, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან მოკვეთავენ

20-04-2019, 00:11

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", შესაძლოა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოიკვეთოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "UEFA-მ", ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობის გუნდს, სატრანსფერო ბაზარზე დარღვევები აღმოუჩინა, რის გამოც ნეიმარისა და ფელიპე კოუტინიოს ხელშეკრულებების გამოძიება დაიწყო.

ცნობების მიხედვით, თუ დანაშაული დამტკიცდება, მაშინ ესპანელებს, ევროპულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება ჩამოერთმევათ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი, 1/2 ფინალურ ეტაპზე, მერსესაიდულ "ლივერპულს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით