"Sony-მ" ახალი კონსოლი დაანონსა - რას უნდა ელოდონ "FIFA-სა" და "PES-ის" მოთამაშეები ?!

20-04-2019, 00:19

როგორც იაპონური "Sony-ის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სულ მალე, ტექნიკის მაღაზიების თაროებზე, მათი წარმოების ახალ კონსოლს, სახელად "Playstation 5-ს" ვიხილავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანზიცია წინა მორბედსა და ამ მოდელს შორის საკმაოდ რბილი იქნება, რაც იმას გულისხმობს, რომ განსხვავება არა ექსტერიერს დიზაინს, არამედ მონაცემებს შორის იქნება.

ცნობების მიხედვით, სპეციალურად სპორტული თამაშების, განსაკუთრებით კი "FIFA-სა" და "PES-ის" მოყვარულთათვის, "PS5-ს" ახლა უკვე 8K ვიდეოსა და ვირტუალური რეალობის მხარდაჭერა ექნება.

შეგახსენებთ, რომ "Playstation 4", 6 წლის წინ, 2013 წლის შემოდგომაზე ჩაეშვა გაყიდვაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით