ოფიციალურად: რონალდომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20-04-2019, 00:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მისი მომავალი კლუბის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის თავდამსხმელი არ აპირებს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ასპარეზი მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ დათმოს, ამიტომაც მას, იტალიური გრანდის რიგებში, მომავალ წელსაც ვიხილავთ.

ცნობების მიხედვით, მასიმილიანო ალეგრი, ზაფხულის სატრნასფერო ფანჯარაში, გუნდის შემადგენლობაში არსებულ სუსტ წერტილებს გააუმჯობესებს, რათა მსგავსი რამ, ევროპულ ტურნირზე აღარ განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კლუბი, 1/4 ფინალური ეტაპიდან, ამსტერდამის "აიაქსმა" გამოაძევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით