"ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" მიბაძა და კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივრებს, ბილეთების ფასი გაუძვირა !

20-04-2019, 00:42

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდულმა "ლივერპულმა", "მანჩესტერ იუნაიტედს" მიბაძა და კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივრებს, ბილეთების ფასი გაუძვირა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა გუნდმა, ინგლისური გრანდის მაყურებელს, "კამპ ნოუზე" დასასწრებლად, ისეთი თანხა (119 ევრო) დაუწესა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ფინალების მატჩებზე თუ ვხვდებოდით.

ცნობების მიხედვით, მერსესაიდელებმა "ბლაუგრანას" მსგავსად, ბილეთების ღირებულება გაზარდეს, საიდანაც აღებული ფინანსებით, ისინი ფან-კლუბის წევრების კატალონიაში მგზავრობას დააფინანსებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ტურნირის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება, 1 მაისს, 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით