ვანდა ნარა: "მაურო იკარდის, მილანის "ინტერში" დარჩენა სურს"

20-04-2019, 12:08

მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის აგენტი, ვანდა ნარა, მისი მეუღლის კლუბში მდგომარეობაზე საუბრობს:

"მაურო შესანიშნავად ასპარეზობას აგრძელებს, რამაც მას დაკარგული თავდაჯერებულობა დაუბრუნა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იკარდის უკმაყოფილების შესახებ, სრული სიცრუეა."

"მისი მთავარი მიზანია მომავალ სეზონშიც, "ინტერის" ფეხბურთელი იყოს და კაპიტნის სამკლაური დაიბრუნოს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 26 წლის შემტევმა, სერია ა-ში ჩატარებულ 23 შეხვედრაში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 10 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით