ერიკ ტენ ჰაგი: "ლონდონის "ტოტენჰემი" გასაოცარი გუნდია"

20-04-2019, 12:35

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ჰოლანდიელი სპეციალისტი, ერიკ ტენ ჰაგი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"პირველ რიგში, ჩვენთვის აქამდე მოსვლა უკვე უდიდესი მიღწევაა, თუმცა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფინალის საგზურისთვის არ ვიბრძოლებთ და ამისთვის ყველაფერს არ გავაკეთებთ."

"ტოტენჰემი" გასაოცარი გუნდია, რომელმაც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გამოაძევა "მანჩესტერ სიტის" სახით, ამიტომაც წინ ურთულესი ორთაბრძოლა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 2 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით