ხამესის შეძენით სერია ა-ს გრანდები დაინტერესდნენ

20-04-2019, 14:00

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის შეძენით იტალიური გრანდები დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოლუმბიელის დამატება ტურინის "იუვენტუსს" და "ნაპოლს" სურთ.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელიც მზადაა კლუბი შეიცვალოს, რადგან იგი საკუთარი სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხამეს როდრიგესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით