ზიდანმა ზაფხულის მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

20-04-2019, 14:28

პრესაში გავრცელდა ინფორაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" ამსტერდამის "აიაქსის" ლიდერის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო კლუბი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაქსიმალურად ეცდება, მატიას დე ლიგტის დამატებას.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით პირადად ზინედინ ზიდანია დაინტერესებული, რომელმაც ფლორენტინო პერეს კატეგორიულად მოსთხოვა მისი გადმობირება.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტცი, რომ გარდა "რეალისა" დე ლიგტის დამატებით კატალონიის "ბარსელონაცაა" დაინტერესებული, რომელიც ფეხბურთელისთვის მაქსიმალურად იბრძოლებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მატიას დე ლიგტის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით