სანე "ბაიერნსა" და "იუვენტუსს" შორის არჩევანს გააკეთებს

9-05-2019, 17:09

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "მანჩესტერი სიტის" ფეხბუთელმა ლეროი სანემ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვოს.

გერმანელმა ფეხბურთელმა ბოლო დროს "ქალაქელთა" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ინგლისურ გუნდში დარჩენა აღარ უნდა.

მოგეხსენებათ, სანესთვის ეს სეზონი წარმატებით დაიწყო და დღემდე ჩატარებულ 42 მატჩში, 15 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი მიითვალა. თუმცა, ამ შედეგის უმეტესი ნაწილი 23 წლის ფეხბურთელმა სეზონის პირველ ნახევარში დააგროვა.

ბოლო 28 მატჩში კი, პეპ გვარდიოლამ ის მხოლოდ 4-ჯერ გაამწესა ძირითად შემადგენლობაში და ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰეთან" 180 წუთიდან მხოლოდ 7 წუთი დაუთმო. ამიტომაც, რეალურია, რომ სანემ ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან მიუნხენის "ბაიერნი" და ტურინის "იუვენტუსი". სწორედ ხსენებული გუნდები განიხილებიან სანესთვის ბრძოლაში ფავორიტებად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით