ბენიტესი: "პენსიაში გასვლამდე ლიგას მოვიგებ"

20-04-2019, 18:13

"ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარმა მწრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლამდე ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.

"მინდა ტიტულებისთვის ვიბრძოლო და უმჯობესია ეს ჩემპიონთა ლიგა იყოს. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ამ თასს მომდევნო 11 წლის განმავლობაში მოვიგებ", - განაცხადა ესპანელმა.

რაფა ბენიტესი ამჟამად 59 წლის წლისაა და თუ მის სიტყვებს გავითვალისწინებთ, სამწვრთნელო კარიერის დასრულებას 70 წლის ასაკში აპირებს.

აქვე გეტყვით, რომ რაფას "ნიუკასლთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგა 2005 წელს "ლივერპულთან" ერთად მოიგო, ხოლო 2007 წელს ფინალში დამარცხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით