ანჩელოტი: "აიაქსი" ლიგას ვერ მოიგებს"

20-04-2019, 19:39

იტალიური "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმოამდგენლებთან საუბრისას მიმდინარე საჩემპიონთალიგო რბოლა შეაფასა.

"უნადა ვაღიაროთ, რომ "აიაქსი" ნამდვილად კარგ ფეხბურთს გვთავაზობს. თითქმის ვერავინ იფიქრებდა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალამდე მიაღწევდნენ".

"ამჟამად, არ ვფიქრობ, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, თუმცა შესაძლოა, ვცდები. ისინი აქტიურები არიან და თამაშობენ შემტევ ფეხბურთს. მათ ნამდვილად დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. აიაქსი არის გუნდი, რომელიც ყოველთვის დიდებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული", - აღნიშნა ანჩელოტიმ.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით