გვარდიოლა:"სამწუხაროა რომ მან ტრავმა მიიღო"

21-04-2019, 00:59

როგორც იცით დღეს პრემიერ ლიგის 34-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით (1-0) დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, "მანჩესტერული კლუბის ბეგლიელმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა დაზიანება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ქალაქელთა"  მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან, დე ბრუინის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ ამ დროისთივს არ ვიცი, რამდენად სერიოზულია კევინის დაზიანება, ის ცოტახნის წინ დაუბრუნდა და ვარჯიშებზეც სრულად არ ვტვირთავდით, რათა ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყო.

"ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება თუ იგი ვერ დაბრუნდება რადგან რადგან ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება". - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით