პეპ გვარდიოლა: "მიყვარს ძლიერ კონკურენტებთან ერთად ასპარეზობა"

21-04-2019, 01:09

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ეს ჩვენი საუკეთესო პერფორმანსი არ იყო, რაც კარგად ვიცით, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გუნდის მენტალურმა მდგომარეობამ დიდი დარტყმა განიცადა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით ფეხბურთელებს ეს ტკივილი შევუმსუბუქოთ."

"ცხადია კონკურენციის დონემ მოიმატა, თუმცა თავკაცის კარიერაში მთავარიც ესაა, მიყვარს ძლიერ მეტოქეებთან ერთად ბრძოლა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით