ოლე გუნარ სოლსკიაერი: "კატალონიის "ბარსელონასთან" განცდილი მარცხი უკვე დავივიწყეთ"

21-04-2019, 01:19

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრებზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა მარცხის შემდეგ, ბედნიერი ვერ იქნები, გარკვეული დრო წარუმატებლობაზე ფიქრი, მოტივაციის წყაროც კი შეიძლება გახდეს, თუმცა ამის გამო საკუთარი თავის გადატვირთვა, მიუღებელია."

"ახლა ერთი რამის თქმა შემიძლია დარწმუნებით, "ბლაუგრანასთან" წაგება გუნდმა უკვე დაივიწყა და ამას ჩვენს მომავალ პერფორმანსებზე, გავლენა აღარ ექნება."

შეგახსენებთ, რომ ინგლისური გრანდი 33 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის ცხრილში, მე-6 ადგილს იკავებს 64 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით