რომელი ფეხბურთელები იბრძოლებენ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესოს ტიტულისთვის ?!

21-04-2019, 01:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის, სულ 6 მოთამაშე იბრძოლებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტიდან" - 3, მერსესაიდული "ლივერპულიდან" - 2, ხოლო ლონდონის "ჩელსიდან" 1 ვარსკვლავი იქნა შერჩეული.

ცნობების მიხედვით ესენი არიან: სერხიო აგუერო, რაჰიმ სტერლინგი, ბერნარდო სილვა, ვირჯილ ვან დეიკი, სადიო მანე და ედენ აზარი.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაჯილდოება, 27 აპრილს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით