პეპ გვარდიოლა: "ფილ ფოდენის ძირითადში თამაშის გამო გენიოსი არ ვარ"

21-04-2019, 11:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ფილ ფოდენმა გოლის გატანა მოახერხა და ამის გამო უეცრად გენიოსი გავხდი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ ორთაბრძოლაში, ფაბიან დელფის ძირითადში თამაშის შემდეგ, არაფერი გამეგება, ეს ნამდვილად გასაოცარი ლოგიკაა."

"რაც შეეხება ახალგაზრდა ინგლისელს, ვინ იცის, შესაძლოა ის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შერკინებაშიც ვიხილოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მანჩესტერული დერბი, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით