თომას ტუხელი: "პარი სენ-ჟერმენისგან" ძლიერ რეაქციას ველი"

21-04-2019, 12:08

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტულზე საუბრობს:

"ჩემპიონობა უკვე 4 ტურის წინ შეგვეძლო, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ "მონაკო" იდეალური მოწინააღმდეგე იმისთვის, რომ სეზონის პირველობა გავინაღდოთ."

"ამიტომაც ჩემი გუნდისგან ძლიერ რეაქციას ველით, დროა უკვე ლიგა 1-ში საქმე მოვამთავროთ და საფრანგეთის თასზე გადავერთოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 21 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით