ნედვედი:"ასეთი დომინაცია აღარ განმეორდება"

21-04-2019, 11:03

"ბებერი სინიორას" ჩეხმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა პრესასთან ზედიზედ მე-8 სკუდეტოს მოგებაზე კომენტარი გააკეთა.

"ზედიზედ ამდენი სკუდეტოს მოგება რთული კი არა, უბრალოდ წარმოუდგენელია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მსგავს წარმატებას მომავალში ვეღარავინ მიაღწევს.

"ჩვენ კი ამის გაკეტება, ფანტასტიური ფეხბურთელებით და მწვრთნელის გამო მოვახერხეთ, თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ "იუვენტუსის" გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს". - განაცხადა პაველ ნედვედმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურინის "იუვენტუსმა" სერია ა ზედიზედ მერვედ მოიგო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში რეკორდია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით