ალეგრიმ მუნიოის რეკორდი გაიმეორა

21-04-2019, 14:03

"იუვენტუსი" იტალიის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მერვედ გახდა, ხოლო მასიმილიანო ალეგრიმ ზედიზედ მეხუთედ შეძლო სერია ა-ს მოგება.

ამ მიღწევით იტალიელმა სპეციალისტმა მიგელ მუნიოსის შედეგი გაიმეორა, რომლის ხელმძღვანელობითაც მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ ხუთჯერ 1961-65 წლებში გახდა.

შეგახსენებთ, ალეგრი ტურინულ გრანდში 2014 წლის ზაფხულში მივიდა. მას შემდეგ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 266 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 191 მოიგო და 38 შეხვედრა ფრედ დაასრულა. "ბიანკონერმა" მასიმილიანოს ხელმძღვანელობით ასევე იტალიის თასი ოთხჯერ მოიგო, სუპერთასი კი - ორჯერ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით