დღეს ნეიმარს მოედანზე ვიხილავთ

21-04-2019, 15:07

დღეს, 21 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ლიგა 1-ში "პარი სენ-ჟერმენსა" და "მონაკოს" შორის მატჩი გაიმართება, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია, რადგან თუ "პსჟ" აღნიშნულ მატჩში გამარჯვებას მოიპოვებს, ქვეყნის  ჩემპიონი გახდება.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, შესაძლოა, ზემოხსენებულ მატჩში, მოედანზე, 15 წუთით ბრაზილიელი ნეიმარიც ვიხილოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელი 24 იანვრის შემდეგ უქმად იყო და ტრავმის მიზეზით ისვენებდა.

აღნიშნული ინფომრაცია სანდოა, იმდენად რამდენადაც, მედიამ  გაითვალისწინა მომავალი მატჩის მნიშვნელობა და ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, მომავალი მატჩის წინ, ნეიმარის მდგომარეობა დადებითად შეაფასა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით