გატუზო: "ტყუილები არ მჩვევია"

21-04-2019, 15:34

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში "პარმასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ "მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ  პრესკონფერენციაზე ისაურბა.

"ახლა საშინელ იმედგაცრუებას ვგრძნობ. პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ და მომენტი თითქმის არ გვქონდა".

"პარმა" ფიზიკურად ძლიერი გუნდია და საჭირო იყო ტექნიკურად დაგვეჩაგრა, თუმცა ვერ შევძელით. მათ მეტი სიბრაზე წარმოაჩინეს და მოედანზე უფრო დამუხტულები გამოვიდნენ ვიდრე ჩვენ".

"კარგი მწვრთნელი არ ვარ. კარგი იმაში ვარ, რომ ადამიანები რაღაცეებში გავარკვიო, ობიექტური ვარ და ტყუილები არ მჩვევია".

"კუტრონეს გოლის მომენტში არ გაგვიმართლა, პიონტეკზე თამაშგარე სულ რაღაც მილიმეტრებში იყო, თუმცა დანამდვილებით ვერც ამას ვიტყვით. ვიცით რა სირთულეებიც გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაძლევად", - ციტირებს რონის სიტყვებს Sky Sport-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით