ბერნარდო სილვა: "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრა, ტიტულის ბედს გადაწყვიტავს"

21-04-2019, 23:38

"მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ბერნარდო სილვა, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ ორთაბრძოლას, ჩვენთვის ეს ტიტულის ბედს გადაწყვიტავს, ხოლო ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებისთვის, მატჩი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე იქონიებს დიდ გავლენას."

"რა თქმა უნდა უპირველესს ყოვლისა, ეს მანჩესტერული დერბია და ნებისმიერი გარემოების გარეშე, თითოეული გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით