მაურისიო პოჩეტინო: "მანჩესტერ სიტისთან" მინიმუმ 1 ქულა დავიმსახურეთ"

21-04-2019, 23:47

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე მხოლოდ რამდენიმე მოგება გვაკლია, ამიტომაც ახლა ქულების დაკარგვა მიუღებელია."

"ნებისმიერმა ვინც მატჩი იხილა, კარგად იცის, რომ "ტოტენჰემმა" მინიმუმ ფრე მაინც დაიმსახურა, რადგანაც თამაშის დროს მეტოქეს არაფრით ჩამოვუვარდებოდით."

"თუმცა რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია, მაქსიმალურად ვეცდებით გულშემატკივრებს იმედები აღარ გავუცრუოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით