ოფიციალურად: ზიდანმა საბოლოოდ ყველაფერი გადაწყვიტა

22-04-2019, 00:07

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მთავარი პრიორიტეტი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა იქნება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის თავკაცი, ზინედინ ზიდანი, მისი თანამემამულის პერფორმანსებს უკვე რამდენიმე სეზონის განმავლობაში ადევნებს თვალყურს და მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც 26 წლის ფეხბურთელი, მადრიდული გრანდის მაისურს მოირგებს.

ცნობების მიხედვით, ფლორენტინო პერესი მზადაა ზემოთ ხსენებული მოთამაშის სანაცვლოდ, მანჩესტერულ გუნდს, 125 მილიონი გირვანქა შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ მედიასთან გაკეთებულ ინტერვიუში, პოგბამ "ლოს ბლანკოსში" ასპარეზობას, ნებისმიერისთვის საოცნებო რამ უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით