ლუკაკუ სოლსკიაერის გეგმებში არ შედის, "იუნაიტედმა" მას ფასი დაადო

22-04-2019, 11:18

როგორც გავლენიანი ინგლისური გამოცემა Daily Telegraph-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ გაყიდოს და ყველა შემოთავაზებას განიხილავს.

წყაროს ცნობით ფეხბურთელი ულე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში არ შედის.

მიმდინარე ეტაპზე, ლუკაკუსადმი ინტერესს ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", მიუნხენის "ბაიერნი" და მილანის "ინტერი" იჩენენ.

თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა.

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ 42 მატჩში 15 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით