რონალდუ: "ერთა ლიგის ფინალში თამაში მსურს"

22-04-2019, 10:39

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სერია ა-ში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"ერთა ლიგა შესანიშნავი ტურნირია, ფინალური ეტაპი პორტუგალიაში გაიმართება, შესაბამისად მინდა ჯანმრთელად და ფსიქოლოგურად კარგად ვიყო, რათა ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო", - ციტირებს A Bola კრიშტანუს სიტყვებს.

შეგახსენებთ უეფას ერთა ა ლიგის ფინალური ეტაპი პორტუგალიაში ივნისში გაიმართება. მასპინძელი ნახევარფინალში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე მატჩში ჰოლანდია ინგლისს შეხვდება.

ფინალური და მესამე ადგილისთვის გასამართი შეხვედრები 9 ივნისს შედგება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით