ტუხელი: "ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე "იუვეც" კი 8 წელია ოცნებობს"

22-04-2019, 13:36

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა "მონაკოსთა" მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე სეზონის შესახებ კომენტატი გააკეთა.

"ახლა საუკეთესო პერიოდი არ გვაქვს, თუმცა კარგი მატჩი ჩავატარეთ. ერთი საათის განმავლობაში მაღალ ტემპში ვთამაშობდით. მესამე გოლის შემდეგ ბურთი დავკარგეთ, მაგრამ მოვიგეთ და ეს შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია".

"თუ საფრანგეთის თასს მოვიგებთ, სეზონი წარმატებულად ჩაითვლება. ჩემპიონთა ლიგა მიზანია, თუმცა "იუვენტუსიც" კი მის მოგებას უკვე 8 წელია ელოდება", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით