მუსა სისოკო "აიაქსთან" შეხვედრას გამოტოვებს !

22-04-2019, 23:31

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ფრანგი ნახევარმცველი, მუსა სისოკო, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელმა, "მანჩესტერ სიტისთან" განმეორებით ორთაბრძოლაში ასპარეზობისას, საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მოედნის დატოვება, ნაადრევად მოუწია.

ცნობების მიხედვით, სწორედ ამ დაზიანების გამო, სისოკომ შესაძლოა არა ლონდონში, არამედ ამსტერდამში ჩასატარებულ შერკინებაშიც კი ვერ მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ დაპირისპირებაში, ლონდონელებს სამხრეთ კორეელი შემტევი, ჰეუნ-მინ სონიც გამოაკლდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით